Friday, September 8, 2017

დღე მეორე

დრევანდელი დღე დავიწყეთ იდეების განხილვით, რომელიც ჩვენს მიერ დასაწერ პროექტს შეეხებოდა. თითოეულმა მოუსმინეთ ერთმანეთს, ვიმსჯელეთ და რა თქმა უნდა ვაძლევდით ერთმანეთს რჩევებს. განვიხილეთ პუბლიკაციების მომზადება როგორ ხდება, ვისაუბრეთ თუ რა არის ბუკლეტის შექმნის მიზანი  და ასევე, პრაკტიკულადაც შევქმენით ბუკლეტები; განვიხილეთ პროექტის გეგმა ვირტუალური ელჩი. ზემოთ ხსენებულმა საკითხებმა ნათლად გვაჩვენა, რომ არც ისე მარტივია პროექტის დაწერა, დავინახეთ ჩვენი საჭიროებები და ასევე არსებული მარტივი პრობლემების გადაჭრის გზებიც დავსახეთ.
შემდეგი ტრენინგისათვის, დღევანდელი მეცადინეობიდან გამომდინარე გვაქვს დავალება ბუკლეტუის შექმნა, რომელიც რა თქმა უნდა ეხება ჩვენს პროექტს.

No comments:

Post a Comment