დღეს იყო ჩემი პირველი დღე ტრენინგისა ,,ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგისა." მქონდა დიდი ინტერესი და მოლოდინი ამ ტრენინიგის გავლისა, რადგან კარგად მესწავლა პროექტებით სწავლება.
ჩვენი პირველი დღე, იყო საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული. განვიხილეთ პროექტის მიზნები და ამოცანები.გავეცანით და მიმოვიხილეთ სახელმძღვანელო, ვისაუბრეთ 21 საუკუნის უნარჩვევებზე, მიმოვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა, ვნახეთ სხვის მიერ მომზადებული პროექტები, ვიმსჯელეთ და დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება მოსწავლეებისთვის, მათი სასწავლო პროცესში უკეთ ჩართვისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით. დღევანდელომა დღემ კიდევ უფრო გამიმძაფრა სურვილი საინტერესო პროექტის დაწერისა და სისრულეში მოყვანისა. უკვე ვფიკრობ საშინაო დავალებაზე, ანუ პროექტის იდეის დონეზე ჩამოყალიბებაზე.
No comments:
Post a Comment